თუ რუსეთი არ გამოხატავს მზადყოფნას ხელი შეუწყოს უკრაინაში კრიზისის გადაწყვეტას და შექმნილი დაძაბული ვითარების განმუხტვას, მაშინ ორშაბათს ევროკავშირი მიიღებს გადაწყვეტილებას, მოსკოვის წინააღმდეგ სანქციების მეორე საფეხურის შემოღების შესახებ. ამის შესახებ გერმანიის კანცლერამა ანგელა მერკელმა ბუნდესტაგში განაცხადა.
„უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა არ შეიძლება ეჭვქვეშ დადგეს. თუ რუსეთი გააგრძელებს ბოლო კვირეების განმავლობაში გამჟღავნებულ თავის კურსს, ეს იქნება კატასტროფა არა მხოლოდ უკრაინისთვის, მე დარწმუნებული ვარ, ეს სერიოზულ ზიანს მიაყენებს თავად რუსეთსაც - პოლიტიკურ და ეკონომიკუ დონეზე", - განაცხადა მერკელმა.
მისი თქმით, რუსეთი არღვევს უკრაინის სახელმწიფოს ერთიანობას, იყენებს რა მის სისუსტეს, ის ასევე საფრთხეს უქმნის საერთაშორისო სტაბილურობას.
შეგახსენებთ, რომ უკრაინის პრემიერ-მინისტრს არსენი იაცენიუკს მხარდაჭერა ტერიტორიული მთლიანობისა და სუბვერენიტეტის დაცვაში აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამაც დაპირდა.