რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ უკრაინაში კრიზისი, რომლის ტერიტორიაზე რუსული ჯარია შეყვანილი რუსეთის ბრალეულობით სულაც არ წარმოქმნილა. „ჩვენ ჩაგვითრიეს",_ აცხადებს ვლადიმერ პუტინი.
ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია კრემლის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
„როგორც „უნიანს" განუცხადეს კრემლის პრესსამსახურში ამის შესახებ მან რუსეთის უშიშროების საბჭოს სხდომის დაწყების წინ განაცხადა", - იუწყება უკრაინული მედია.
„ჩვენ ყურადღების გარეშე ვერ დავტოვებთ იმ მოვლენებს, რომლებიც უკრაინის, ყირიმის ირგვლივ ვითარდება და ყველაფერს რაც ამ რთულ პრობლემას ეხება რომელიც, მინდა ხაზგასმით ავღნიშნო, რომ ჩვენი ბრალეოულობით არ წარმოქმნილა. ეს კრიზისი წარმოიქმნა და ჩვენ ასე თუ ისე მასში ჩათრეულები აღმოვჩნდით. მინდა ავღნიშნო, რომ ეს უპირველეს ყოვლისა შიდაუკრაინული კრიზისია. სამწუხაროდ ჩვენ, ყველას გვესმის, რომ ჩვენ მასში ასე თუ ისე ჩართულნი აღმოვჩნდით",_ განაცხადა პუტინმა.