ექსპერტ ნიკა ჩიტაძის შეფასებით, ბელორუსი აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის აღიარებით დაინტერესებული არ არის და ეცდება ამ კუთხით პროცესი გააჭიანუროს.
"აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის ე.წ. აღიარების საკითხთან დაკავშირებით რუსეთის მხრიდან მინსკზე ზეწოლა მუდმივად ხორციელდება. ბელორუსია ოკუპირებული რეგიონების აღიარებით არ არის დაინტერესებული, თუმცა არც კრემლის და არც ევროკავშირის განაწყენება არ სურს დაცდილობს ე.წ. აღიარების პროცესი გააჭიანუროს",- განაცხადა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას ნიკა ჩიტაძემ.
მისივე განმარტებით, ოფიციალური მინსკი ცდილობს ამ საკითხიდან მაქსიმალური სარგებელი მიიღოს და ახლა ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე მოსკოვის და საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან რა ფსონები გაკეთდება.
"ბელორუსიას თუ რუსეთი ბუნებრივ აირს შეღავათიან ფასებში მისცემს და სხვა ფინანსურ სახსრებითაც დაეხმარება შესაძლებელია საქართველოს ოკუპირებული რეგინების აღიარებაზე მინსკში დაფიქრდნენ, თუმცა მასთან მნიშვნელოვანი ის დახმარება, რომელსაც ევროკავშირი ბელორუს უწევს. ვფიქრობ, რომ ახლა ე.წ. აღიარების საკითხი დამოკიდებულია იმაზე, ვინ დიდ ფსონს შესთავაზებს",- აღნიშნა ჩიტაძემ.
შეგახსენებ, რომ რუსეთის ფედერაციის პრემიერ მინისტრმა ვლადიმერ პუტინმა იმედი გამოთქვა, რომ მინსკი აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ე.წ. აღიარების საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღებას დაჩქარებს.