ავსტრალიის უმსხვილესი ავიაკომპანია Qantas თანამშრომელთა შემცირებას გეგმავს. უკვე გადაწყვეტილია, რომ კომპანია პერსონალის რაოდენობას 5 ათასით შეამცირებს. ანალიტიკოსთან აზრით, აღნიშნულის მიეზე კომპანიის დაბალი შემოსავლებია. როგორც ირკვევა, 2013 წლის მეორე ნახევარი Qantas-მა ზარალით დაასრულა, საუბარია 212 მლნ დოლარიან ზარალზე. კომპანიის მენეჯმენტი გამოსავალს Qantas-ის რესტრუქტურიზაციაში ხედავს. ამ დროისათვის Qantas-ში 33 ათასი ადამიანი მუშაობს.