27 თებერვალს, 14 საათზე, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში", ექსპერტები ეკონომიკურ საკითხებში გამართავენ ერთობლივ ბრიფინგს თემაზე: რუსეთის ახალი ენერგეტიკული დოქტრინა - ვის ინტერესებში არ შედის საქართველოში ჰიდრო-ენერგეტიკის განვითარება; რეალურად, რამდენს ვიხდით 45-თეთრიან გაზში; კონტროლდება თუ არა ხარისხი. ეკონომისტები: ემზარ ჯგერენაია, ლევან კალანდაძე, გიორგი აბაშიშვილი და ირაკლი ლექვინაძე ბრიფინგზე ისაუბრებენ რუსეთის ახალი ენერგეტიკული დოქტრინის შესახებ, თუ რაზე კეთდება აქცენტები და რა გამოწვევები დგას საქართველოს წინაშე.
საუბრის თემა იქნება ასევე: ვის ინტერესებში არ შედის საქართველოში ჰიდრო-ენერგეტიკული რესურსების ათვისება; რატომ ებრძვიან ინვესტორებს; რამდენად დიდია ენერგოდამოკიდებულების ფასი; რატომ ჰიდრო ელექტრო სადგურები, ენერგიის ალერტნატიული წყაროების ანალიზი; ეკონომიკური, ენერგეტიკული და ეკოლოგიური უსაფრთხოების საკითხები; გააჩნია თუ არა საქართველოს მთავრობას გრძელვადიანი ენერგეტიკული სტრატეგია; არსებობს თუ არა საინვესტიციო პროექტების შეფასების ეფექტური მექანიზმები. გარდა ამისა, ეკონომისტები შეეხებიან ბუნებრივი აირის მიწოდების და განაწილების სფეროში არსებულ პრობლემებს, მონოპოლიური მდგომარეობის საკითხებს; კონტროლდება და არსებობს თუ არა ინფორმაცია გაზის ხარისხის, წნევის, კალორიულობის შესახებ და იწვევს თუ არა ამ მაჩვენებლების ცვალებადობა ბუნებრივ აირზე დღეს არსებული 45-თეთრიანი ტარიფის ზრდას.