თიბისი ბანკისა და ლიბერთი ბანკის გენერალური დირექტორები, ვახტანგ ბუცხრიკიძე და გიორგი არველაძე, ხელს მოაწერენ ხელშეკრულებას ურთიერთთანამშრომლობის შესახებ.
ხელშეკრულება ითვალისწინებს ორი ბანკის საპროცესინგო სისტემების ერთმანეთთან პირდაპირ დაკავშირებას, რაც საშუალებას მისცემს თიბისი ბანკისა და ლიბერთი ბანკის მომხმარებლებს, ისარგებლონ ბანკომატებისა და პოს ტერმინალების უფრო ფართო ქსელით და შეამცირონ მისით სარგებლობის ტარიფები.