ყირიმელმა თათრებმა პარლამენტის წის შეკრებილ პრორუსული ძალების მომხრე აქციის მონაწილეებს უკან დაახევინეს. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.
ორი მმიტინგის მონაწილეები ერთმანეთს ჯოხებსა და ცარიელ ბოთლებს უშენდნენ. გაისმა ერთი აფეთქების ხმა, თუმცა ამჟამად ჯერ დაუდგენელია თუ რა აფეთქდა კონკრეტულად.
დაპირისპირება მიტინგის მონაწილეებს შორის თანდათან ცხრება.
ამავდროულად ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკის პარლამენტში მიღებულ იქნა გადაწყვეტილება რიგგარეშე სესიის გადადების შესახებ, ვინაიდან მის ჩასატარებლად ქვორული საკმარისი არ არის.
მასალის გამოყენების პირობები