რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლევროვი უკრაინის ახალ ხელისუფლებას პოლიტიკურ კრიზისის შეუსრულებლობაში ადანაშაულებს და მაისში დაგეგმილი ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების თარიღის სექტემბრამდე გადადებას მოითხოვს.
მისივე თქმით, უკრაინაში კრიზისის დარეგულირების შეთანხმებიდან, რომელსაც ხელი 21 თებერვალს მოეწერა მხოლოდ ერთი პუნქტია შესრულებული.
„იქ საუბარი მიდის იმაზე, რომ პოლიცია ქუჩებიდან უნდა წავიდეს და ეს გაკეთდა კიდეც, მაგრამ მეტი არაფერი შესრულებულა ამ შეთანხმებიდან: ბოევიკები არ ათავისუფლებენ შენობებს, პირიქით, ისინი ახლა კიევში მართლწესრიგის დაცვის მხარდაჭერის ფუნქციასაც ასრულებენ",_ განაცდადა ლავროვმა თავის ლუქსემბურგელ კოლეგასთან ჟან ასსელბორთან მოლაპარაკებების შემდეგ.