რუსეთის უმაღლესმა მთავარსარდალმა ვლადიმერ პუტინმა თავდაცვის სამინისტროს მოულოდნელად სამხედრო შეიარაღებული ძალების ბრძოლისუნარიანობის კომპლექსური შემოწმება დაავალა. მისივე ბრძანების მიხედვით უნდა შემოწმდეს დასავლეთისა და ცენტრალური სამხედრო ოლქების ძალები და ასევე რიგი სხვა სამხედროები.
განცხადება ამის შესახებ დეს რუსეთის თავდაცვის მინისტრმა გენერალმა სერგეი შოიგუმ გააკეთა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.
„რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ბრძანების შესაბამისად დღეს 14 :00 საათზე მოულოდნელად გამოცხადდა დასავლეთ სამხედრო ოლქსა და ამ ტერიტორიაზე დისლოცირებულ ყველა სამხედრო ძალაში - სამხედრო კოსმოსურ თავდაცვაში, საჰაერო სადესანტო ძალებში განგაში გამოცხადდა",_ განაცხადა შოიგუმ თავდაცვის სამინისტროში გამართულ თათბირზე.
თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ „უმაღლესი მთავარსარდლის მიერ დასახულია ამოცანები ჯარის მრძოლისუნარიანობის შემოწმობისათვის და მათი მოქმედებებისათვის კრიზისულ სიტუაციებში".
მისივე თქმით, შემოწმება 3 მარტამდე გასტანს და ის ორი ეტაპისაგან იქნება შედგარი.
მინისტრმა მოითხოვა, რომ მითიტებული ღონისძიებების შესრულება მას 24 ასათია რეჟიმში მიაწოდონ.
სამხედროები მუდმივი დისლოკაციის პუნქტებში 7 მარტამდე უნდა დაბრუნდნენ.
ბოლოს ამ მასშტაბის შემოწმება რუსულ არმიაში 2013 წლის ივლისში ჩატარდა.