უკრაინის ეკონომიკის სტაბილიზაციის პირველი ნაბიჯი ვიქტორ იანუკოვიჩის ოჯახისა და მისი გარემოცვისათვის ქონების კონფისკაცია უნდა გახდეს, ასეთ ვარიანტს უკრაინის ახალ მთავრობას, Financial Times-ის სტატიიდან, ცნობილი ეკონომისტი და უკრაინის მთავრობის ყოფილი მრჩეველი ანდრეს ასლუნდი სთავაზობს.
„კიევს ესაჭიროება ენერგიული საერთაშორისო ქმედებები ძებნაში და კონფისკაცია გადაცემული ფონდების. მას უკრაინის ეკონომიკის გაუმჯობესება შეუძლია" წერს ეკონომისტი.
მისი მონაცემებით, იანუკოვიჩის ოჯახის ქონება 12 მლრდ დოლარს აღწევს.
შეგახსენებთ, რომ ვიქტორ იანუკოვიჩზე ძებნაა გამოცხადებული