ყირიმელი თათრების მეჯლისისა და პარტია „რუსკოე ედინსტვოს" ლიდერებმა რეფატ ჩუბაროვმა და სერგეი აკსიონოვმა თავიანთ მომხრეებს სიმშვიდისკენ მოუწოდეს. ეს განცხადება მათ ყირიმის უმაღლესი რადის შენობის შესასვლელში გააკეთეს.
„სიმშვიდე უნდა შევინარჩუნოთ, იმისათის რათა შეტაკება არ მოხდეს", განაცხადა ჩუბაროვმა.
მისივე თქმით, რეგიონების პარტიის ფრაქციის სხდომა დაიწყება, რომელზეც სავარაუდოდ მიღებული იქნება გადაწყავტილება ყირიმის პარლამენტის რიგგარეშე სხდომის გადადების შესახებ.
„ჩვენ გამოვალთ თქვენთან და გეტყვით, თუ რა გადაწყვეტილება იქნა მიღებული",_განაცხადა მან.
აკსიონოვმა ასევე მოუწოდა სიმშვიდისაკენ თავის მომხრეებს.
„ერთმანეთს პატივი უნდა ვცეთ. მოდით არ დავუშვათ დაპირისპირება. არ დაუშვათ გამონათქვამები ეროვნულ ნიადაგზე, ჩვენ ერთად უნდა გავზარდოთ შვილები და ჩვენ არ უნდა ვიქცეთ ინსტრუმენტად პროვოკატორების ხელში",_ განაცხადა მან.
აღსანიშნავია, რომ ჩუბაროვიც და აკსიონოვიც ერთდროულად სკანდირებდდნენ „ყირიმს - მშვიდობა!".