ევროკავშირი უკრაინას, ახალი მთავრობის ჩამოყალიბების შემდეგ, 20 მილიარდ ევროს მისცემს. ამის შესახებ განცხადება ევროპის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ელმარ ბროკმა გააკეთა.
ბროკი აღნიშნავს, რომ თანხა უკრაინას მთავრობის ჩამოყალიბებისთანავე უნდა გადაეცეს, რათა თავიდან აიცილოს დეფოლტი. როგორც ბროკმა განაცხადა, ეს თანხმა მთავრობამ რეფორმებზე და უკეთესი ეკონომიკური სიტუაციის შექმნისთვის უნდა დახარჯოს, რომელიც საჭიროა ასოცირების ხელშეკრულების ხელმოსაწერად.
მასალის გამოყენების პირობები