დღეს, 21 თებერლავს საგარეო საქმეთა სამინისტროში „ასოცირების შესახებ შეთანხმების" ქართულენოვანი ვერსიის პრეზენტაცია გაიმართება. ჟურნალისტებს შეთანხმების ქართულ თარგმანს და „ასოცირების შეთანხმების" შესახებ მომზადებულ საინფორმაციო გაზმკვლევს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე თამარ ბერუჩაშვილი წარუდგენენ.
საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების პარაფირება მოხდა „აღმოსავლეთ პარტნიორობის" სამიტზე ქ. ვილნიუსში, 2013 წლის 29 ნოემბერს.
დოკუმენტი 1000-მდე გვერდს მოიცავს. „ასოცირების შესახებ შეთანხმება" პირობითად შეგვიძლია სამ ნაწილად დავყოთ: პოლიტიკური თანამშრომლობა (პრეამბულა; კარი I-III; VIII) დარგობრივი თანამშრომლობა (კარი V-VII) და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცე (DC FTA) (კარი IV).
„საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმება" ე.წ. „ახალი თაობის" შეთანხმებაა, რამდენადაც, მანამდე გაფორმებული მსგავსი შეთანხმებებისგან განსხვავებით, მოიცავს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის კომპონენტს (Deep and Comprehensive Free Trade Area - DC FTA) და ითვალისწინებს ევროკავშირთან დაახლოვების მნიშვნელოვან კონკრეტულ მექანიზმებს.
"ასოცირების შესახებ შეთანხმების" თარგმნაში მონაწილეობა მიიღო ყველა შესაბამისმა უწყებამ .