დღეს, მუხათგვერდის ძმათა სასაფალოზე აგვისტოს ომში დაღუპული ჯარისკაცების დედებმა ქართველი პოლიტიკოსების მოსკოვში ვიზიტები გააპროტესტეს.
დედების განცხადებით, სასიამოვნო არ არის მაშინ, როცა ქართველი ჯარისკაცების სისხლი მიწას ჯერ არ შეშრობია, მოსკოვში ჩახვიდე და ქართველების მკვლელებს პირზე კოცნით მიესალმო.
ჯარისკაცების დედები ზურაბ ნოღაიდელისა და ნინო ბურჯანაძის მოსკოვში ვიზიტს, დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნის შეურაცყოფად მიიჩნევენ.
ომში დაღუპულთა ოჯახის წევრებმა სასაფლაოდან გმირთა მოედანზე გადაინაცვლეს და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნას მიაგეს პატივი.
მასალის გამოყენების პირობები