კიევში ინსტიტუტსკაიასა და შელკოვიჩნოიას ქუჩებზე დაპირისპირება განახლდა. უკრაინული მედიის ინფორმაციით, მომიტინგეებმა „ბერკუტის" სპეცდანაყოფის წინ საბურავებს ცეცხლი წაუკიდეს, სამართალდამცავები კი მათ სახანძრო მანქანიდან წყლის ჭავლი მიუშვეს.
ამას გარდა, აქციის მონაწილეებმა სამართალდამცავებზე იერიში სადოვაიას ქუჩაზეც მიიტანეს, იქ მილიციამ ცრენლსადენი გაზი გამოიყენა. ამჟამად სამართალდამცავები აქციის მონაწილეებს წყაკს ასხამენ.
მასალის გამოყენების პირობები