სამხედრო ექსპერტის ირაკლი სესიაშვილის მტკიცებით, გიორგი არველაძის და ეკა წამალაშვილის საუბარი გაყალებეული არ არის.
"სპეცსამსახურების მხრიდან სატელეფონო საუბრების ფაბრიკაცია ხშირად ხდება, თუმცა გარკვეული ხარვეზები აქვს. შემიძლია დადასტურებულად გითხრათ, რომ ჩანაწერის გაყალბების შემთხვევაში ინტონაციის და საუბრის სტილის შენარჩუნება შეუძლებელია", - განაცხადა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას ირაკლი სესიაშვილმა.
მისვე თქმით, იგი ეკა წამალაშვილის და გიორგი არველაძეს კარგად იცნობს და მათი საუბრის სტილიც კარგად იცის.
"ვიცი მათი საუბრის სტილი, აქედან გამომდინარე შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ საუბრის გაყალბება არ მომხდარა", - აღნიშნა ექსპერტმა.
შეგახსნებთ, რომ გიორგი არველაძე "ფორუმ.გე"-ზე გამოქვეყნებულ სატელეფონო საუბრის ფარულ ჩანაწერს ფაბრიკაციას უწოდებს. მისი განცხადებით, სავარაუდოდ, ტექსტები რუსულმა სპეცსამსახურებმა მისი სხვადასხვა საუბრების ჩანაწერებიდან ამოკრიფეს.