14 თებერვალს, 11:00 საათზე, საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგიის „საქართველო 2020-ის" პროექტს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მრჩეველთა საბჭოს სხდომაზე განიხილავენ, ასევე, საბჭოს წევრები წარმოადგენენ საკუთარ მოსაზრებებსა და შენიშვნებს სამინისტროს მიერ გაწეული მუშაობის შესახებ. სხდომას საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური დაესწრება.
მისამართი: გორგასლის ქ. #16
საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, მე-6 სართული