იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, პირადი და ოჯახური ცხოვრება უნდა იყოს დაცული, რის გამოც სანქციები მკაცრდება.
მინისტრი ,,საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში" შესატან ცვლილებებს პოზიტიურად აფასებს.
,,ჩვენ იმ კომისიის ფარგლებში, რომელიც შსს-ში შეიქმნა და მეც ვმონაწილეობდი ბატონ ღარიბაშვილთან ერთად, გავანადგურთ პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერები. ამავე კომისიის ფარგლებში, ერთობლივი მუშაობის შედეგად, შევიმუშავეთ საკანონმდებლო ინიციატივის პროექტი, რომელიც ითვალისწინებს სანქციების გამკაცრებას. თუ პირადი ცხოვრების დაცულობის უფლება იქნება უკანონოდ დარღვეული იქნება ეს იმეილების უკანონოდ შემოწმება თუ სხვა ტიპის დარღვევები, ეს იქნება დასჯადი. ასევე, შემოვიტანეთ უფრო მეტი სინათლე სისხლის სამართლის კოდექსის სხვადასხვა მუხლში, რათა უბრალოდ ოჯახური საიდუმლოს გამჟღავნება კი არ იყოს კრიმინალიზებული, არამედ ნებისმიერი უკანონო წვდომა იმეილებზე, ესემესებზე, წერილებზე და სხვადასხვა ტიპის პირადი კომუნიკაციაზე, აღარაფერს ვამბობ პირადი ცხოვრების სხვა ასპექტებზე. პირადი და ოჯახური ცხოვრება უნდა იყოს დაცული და სწორედ ამიტომ სანქციები მკაცრდება", - განაცხადა მინისტრმა.