დღეს, ბათუმის საკრებულოში გამართულ რიგგარეშე სხდომაზე პირველ საკითხად გადადგომის თაობაზე ჯემალ ანანიძის განცხადება განიხილეს. საკითხი, 14 ხმით ერთის წინააღმდეგ, დადებითად გადაწყდა. კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღიათ დეპუტატებს ნაციონალური მოძრაობიდან.
დღესვე ცნობილი გახდა მერის მოვალეობის შემსრულებლის ვინაობაც. საკრებულოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, მერის მოვალეობას გიორგი ერმაკოვი შეასრულებს