,,საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური ,,სისხლის სამართლის კოდექსში" შესტან ცვლილებებს პოზიტიურად აფასებს და მას კარგ ინიციატივად მიიჩნევს.
,,ვფიქრობ, ეს არის კარგი ინიციატივა, თუმცა იმისთვის რომ სამომავლოდ ქვეყანას არ ჰქონდეს პირადი ცხოვრების ამსახველი არქივი და შსს ძალაუფლება არ გამოიყენოს იმისთვის, რომ მსგავსი ტიპის არქივი შეიქმნას, მნიშვნელოვანია, სხვა კანონებშიც ცვლილებების შეტანა", _განაცხადა ეკა გიგაურმა.
შეგახსენებთ, რომ ,,საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში" ცვლილებები შედის რომლის თანახმად, უკანონო მიყურადებისთის სასჯელი 3-დან 7-წლამდე მკაცრდება. აღნიშნულის შესახებ, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ შს მინისტრმა ალექსანდრე ჭიკაიძემ განაცხადა.