ევროკომისარი სამეზობლო პოლიტიკის გაფართოების საკითხებში შტეფან ფულე მიიჩნევს, რომ უკრაინაში აუცილებელია სასწრაფო ნაბიჯების გადადგმა საკონსტიტუციო რეფორმების განხორციელებისათვის, ახალი მთავრობის შექმნისა და თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებისათვის.
„ჩემი აქ ჩატარებული დიალოგებიდან მე მივხვდი, რომ აუცილებელია უსწრაფესი ნაბიჯების გადადგმა საკონსტიტუციო რეფორმების ჩასატარებლად, ახალი მთავრობის ფორმირებისათვის (ყველა მხარის ჩართვით) და თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებისათვის",_ განაცხადა უკრაინაში მყოფმა ფულემ.