ევროკავშირის ტერიტორიაზე, ავიარეისის დაგვიანების შემთხვევაში მგზავრები კომპენსაციის სახით 600 ევრომდე მიიღებენ, აღნიშნულს ითვალისწინებს კანონპროექტი, რომელიც განსახილველად ევროპარლამენტს მიმდინარე თვეში წარედგინება.
დღეს არსებული კანონმდებლობით, რეისების დაგვიანების შემთხვევაში კომპენსაციას მგზავრების მხოლოდ 2 %-ი იღებს. კანონპროექტების ავტორთა აზრით, ინიციატივა ბიზნესის პასუხისმგებლობას კიდევ უფრო გაზრდის.
მგზავრები, რომელთა რეისები 7 და მეტ საათით დააგვიანებს კომპენსაციის სახით 600 ევროს ფარგლებში მიიღებენ. 5 საათით დაგვიანების შემთხვევაში მგზავრი კომპენსაციის სახით 400 ევროს მიიღებს.
მასალის გამოყენების პირობები