ის ბავშვები, რომელთაც გადაუდებელი ოპერაციები ესაჭიროებათ საქართველოდან გერმანიაში ავიაკომპანია East Air-მა გადაიყვანა. ავიაკომპანიის ინფორმაციით, აღნიშნული რეისი East Air-ს საერთაშორისო ორგანიზაცია „საერთაშორისო მშვიდობის სოფელმა" დაუკვეთა. ანალოგიურ რეისს ავიაკომპანია წელიწადში ორჯერ: თებერვალსა და აგვისტოში ახორციელებს და მარშრუტი მოიცავს ისეთ ქალაქებს როგორებიცაა ქაბული, ტაშკენტი, თბილისი და საბოლოო პუნქტი ქალაქი დუსელდორფია, სადაც სხდავადსხვა ქვეყნებიდან ჩაყვანილ ბავშვებს სამედიცინო დახმარებას აღმოუჩენენ.
news.tj-ი წერს, რომ 12 თებერვალს განხორციელებული რეისით გერმანიაში ტაჯიკეთიდან, ავღანეთიდან, უზბეკეთიდან, ყაზახეთიდან, სომხეთიდან და საქართველოდან სულ 68 ბავშვი ჩაიყვანეს. 16 თებერვალს, აღნიშნული თვითმფრინავი დუსელდორფიდან იმავე რეისით უკან დაბრუნდება და იმ ბავშვებს წამოიყვანს, რომელიც გერმანიაში ნახევარი წლის უკან სამკურნალოდ ჩაიყვანა.
აღსანიშნავია, რომ ავიაკომპანია East Air-ი საერთაშორისო მშვიდობის სოფელთან 2011 წლიდან თანამშრომლობს.
მასალის გამოყენების პირობები