ჩინეთის მთავრობამ ტრადიციულ ქაღალდის ფულზე და პლასტიკურ ბარათებზე შესაძლოა უარი თქვას. დღეისათვის ჩინეთის მთავრობა ახალ პროექტზე მუშაობს, რომლის მიხედვითაც სიახლე ფულისა და პლასტიკური ბარათების ჩანაცვლებას შეძლებს.
„ამ ეტაპზე ჩვენ პლატფორმის ტესტირებას ვახდენთ, რომელიც უკონტაქტო და ტრადიციულ გადახდის სისტემებს ჩაანაცვლებს"- აცხადებს ჩინეთის ეროვნული ბანკის დირექტორის მოადგილე ლი დუნჯუნი. მისივე განმარტებით, პროექტი ჯერჯერობით ექსპერიმენტის სტადიაზეა და მის შექმნაში მონაწილეობას იღებენ ჩინეთის სამშენებლო ბანკი, საინვესტიციო ბანკი - China CITIC Bank, China Everbright Bank, საგადახდო სისტემა - China UnionPay და ჩინეთის უმსხვილესი მობილური ოპერატორი China Mobile.
მასალის გამოყენების პირობები