რუსეთის საზოგადოებრივი აზრის კვლევის ცენტრის მიერ ჩატარებულმა გამოკითხვამ ცხადჰყო, რომ გამოკითხულთა (1600 ადამიანი) უდიდესი ნაწილი (55 %) სულაც არ ამართლებს „რადიკალურად განწყობილ" საპროტესტო აქციის მონაწილეებს უკრაინაში.
ამასთან ერთად, გამოკითხულთა 26 % აცხადებს, რომ მათდამი „ანტიპატიას" განიცდის. 15 % კი იმედგაცრუებას. ყოველ მეათე გამოკითხულში დემონსტრანტების მოქმედებები უნდობლობას იწვევს. ამდენივე კი მათდამი საერთო გულგრილადაა განწყობილი.
გამოკითხულთა მხოლოდ 1 % განაცხადა, რომ მომიტინგეების მიმართ „სიმპატიას, პატივისცემასა და ნდობას" განიცდის.
ამასთან ერთად, ასევე გამოკითხულთა 59 % მიიჩნევს, რომ „ბერკუტი" „თავის საქმეს აკეთებს, რესპოდენტების მესამედი კი აცხადებს, რომ „ბერკუტი" ქვეყვის გადარჩენას ცდილობს.
გამოკითხულთა 5 % მიიჩნევს, რომ „ბერკუტი" „დამნაშავე რეჟიმს იცავს და უბრალო მოქალაქეებს სცემს.
მთლიანობაში მაიდანის დარბევას გამოკითხულთა 61 % ამართლებს.
მასალის გამოყენების პირობები