ბრიტანელმა მეტეოროლოგებმა, ამინდის გაუარესების გამო, ინგლისის დასავლეთ ნაწილსა და უელსში, ყველაზე მაღალი, მაქსიმალური, „წითელი" დონის საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადეს. მათი ინფორმაციით. უელსში ქარის სიჩქარემ შესაძლოა 100 კმ/სთ-ში მიაღწიოს.
„ბი-ბი-სის" ინფორმაციით, ამინდის მკვეთრი გაუარესების გამო, მოსალოდნელია ინფრასტრუქტურის დაზიანება და ელექტროენერგიის გადამცემების მწყობრიდან გამოსვლა.
უახლოეს დღეებში ასევე მოსალოდნელია ერთი თვის ნორმის ოდენობის ნალექის მოსვლა.
თავდაცვის სამინისტრომ სამაშველო სამსახურის დახმარებისათვის 1600 სამხედრო უკვე გაანაწილა, რომელთა ნაწილი ქვეყნის სამხრეთის რაიონებში უკვე გადანაწილებულია.