თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს, რომელსაც გთავაზობთ უცვლელად:
"საქართველოს მთავრობის 2014 წლის 27 იანვრის №141 განკარგულებით ქალაქ თბილისის მერიას ეთხოვა უზრუნველყოს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსთვის შემოერთებული სოფლების ტერიტორიაზე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მესაკუთრეთა, მოსარგებლეთა ან/და ფაქტობრივ მფლობელთა დაზუსტებული მონაცემების მიწოდება „მცირემიწიან ფერმერთა საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტისათვის". ამ პროექტის ფარგლებში დაინტერესებულ პირებს დაურიგდებათ ნიადაგის ხვნის სამუშაოებისათვის სასოფლო-სამეურნეო ბარათები ე.წ „ხვნის ბარათები" და სასოფლო-სამეურნეო საქონლის მისაღებად საჭირო საბანკო ბარათები, ე.წ. „აგრობარათები". აღნიშნული ბარათების გასაცემად მოსახლეობის რეგისტრაციას განახორციელებენ ქალაქ თბილისის რაიონების გამგეობების შესაბამისი სამსახურები. დაინტერესებულ პირებს უბნების (მუნიციპალიტეტების) მიხედვით შეუძლიათ მოგვმართონ შემდეგ მისამართებზე:
გლდანი
ავჭალა, გლდანის ხევის უბნის სამსახური - ლიბანის ქ №1;
გლდანის ლუწი მიკრორაიონები უბნის სამსახური - გლდანის მას., 4მ/რ, კორპ.№ 109;
გლდანის კენტი მიკრორაიონების უბნის სამსახური - გლდანის მას., 3 მ/რ, კორპ. №87
მუხიანის უბნის სამსახური - მუხიანის დას., 4 მ/რ, კორპ.№ 9
სამგორი
ვარკეთილის მეურნეობა, პატარა ლილო, ორხევი, აეროპორტის მუნიციპალიტეტი - ორხევი, მუხაძის ქ. №6
დიდი ლილო, წინუბანი, ნასაგური - ლილოს მუნიციპალიტეტი - ლილო, ფრანგულიანის ქ. №19
ჩუღურეთი
ზემო ჩუღურეთის უბნის სამსახური - ზაზიაშვილის ქუჩა №2
მთაწმინდა
წავკისი-შინდისი-ტაბახმელას უბნის სამსახური - თბილისი-კოჯრის გზატკეცილი №25
კიკეთი-კოჯრის უბნის სამსახური - კოჯორი, ტაბიძის ქუჩა №2
კრწანისი
კრწანისის რაიონის გამგეობა - გორგასლის №115
კალა-ორთაჭალის მუნიციპალიტეტი - ორთაჭალის ქუჩა №4
ფონიჭალის მუნიციპალიტეტი - რუსთავის გზატკეცილი 263
ვაკე
წყნეთის მუნიციპალიტეტი - წყნეთი, ამილახვრის ქ. №19
ნუცუბიძის მიკრო რაიონების მუნიციპალიტეტი - ნუცუბიძის მე-5 მ/რ, კორპ №1
საბურთალო
დიღომი-ვაშლიჯვრის მუნიციპალიტეტი - დიდი დიღომი, პეტრიწის ქ. №10"