ოპოზიციური პარტია „ბატკივშინას" ლიდერი იულია ტიმოშჩენკო უკრაინის პრეზიდენტს ვიქტორ იანუკოვიჩს სთავაზობს შეხვდეს მას საჯარო დებატებში და ქვეყნის მწვავე ეკნომიკური კრიზისიდან გამოყვანის გზებზე იმსჯელოს.
„მივმართავ ვიქტორ იანუკოვიჩს: თუ მას სურს საჯარო დებატები მე მზად ვარ სრულფასოვანი დისკუსიისათვის ტაქტიკური და სტრატეგიული ნაბიჯების შესახებ უკრაინის კრიზისიდან გამოსაყვანად", _ ციტირებს ტიმოშჩენკოს მისი პარტიის პრესსამსახური და აღნიშნავს, რომ ტიმოშჩენკო, რომელიც 2001 წელს გაასამართლეს და მას 7 წელი მიუსაჯეს და ამჟამად ხარკოვის ციხის საავადმყოფოში იმყოფება მზადაა დებატებში ვიდეოხიდის საშუალებით მიიღოს მონაწილეობა.