თბილისსა და თელ-ავივს შორის დღეიდან შესაძლოა ფრენები შეწყდეს. ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტო "ისრაელ ინფო" ავრცელებს.
სააგენტოს ინფორმაციით, ფრენების შესაძლო შეწყვეტის მიზეზი საქართველოსა და ისრაელს შორის ფრენების განრიგის შეუთანხმებლობაა.
ამავე სააგენტოს ინფორმაციით, ფრენები უკვე შეწყვირა ებრაულმა ავიაკომპანია "არკიამ", რადგან მას საქართველოს ერთიანმა სატრანსპორტო ადმინისტრაციამ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დაფრენის უფლება არ მისცა.