„ბათუმის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა" 2 წლის განმავლობაში იჯარიდან 1 მლნ 426 ათას ლარს მიიღებს. როგორც აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში განმარტავენ, „ბათუმის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანამ", სამინისტროს თანხმობით, 2013 წლის 17 ივნისს ელექტრონული აუქციონი ჩაატარა და ქარხნის საკუთრებაში არსებული 4 ერთეული (1 ერთეულის მოცულობა 925 მ/კუბი) რეზერვუარის იჯარის ფორმით სარგებლობაში გადაცემის წლიური საფასური შეადგენს 713 ათას ლარს. იჯარის მოქმედების ვადა 2 წელია, შესაბამისად ქარხნის შემოსავალი აღნიშნული იჯარიდან ჯამში 1 მლნ 426 ათას ლარს შეადგენს,.
ასევე ქარხნის ტერიტორიაზე იჯარით გაიცა 141 კვ/მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი. წლიური საიჯარო ქირა კი 3500 ლარს შეადგენს.
აღსანიშნავია, რომ „ბათუმის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანის" 100 %-იანი წილის მფლობელი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკაა, ხოლო პარტნიორის უფლებამოსილებას აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო ახორციელებს.