საპარლამენტო უმრავლესობა `ალიანსი საქართველოსთვის" მიერ ჩატარებულ პლებისციტის შუალედური შედეგები `არარეალურად~ მიაჩნია. ასეთი შეფასება უმრავლესობის წარმომადგენელმა გოკა გაბაშვილმა დღეს ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნული საკითხის კომენტარისას გააკეთა.
როგორც განაცხადა, მას არაფრის თქმა შეუძლია არც გამოკითხვის მეთოდიკაზე, არც მის რეალურობაზე და არც გამოკითხული ხალხის რაოდენობის სიზუსტეზე.
მისი თქმით, გამოკითხვები ბევრი სახის ტარდება ქვეყანაში და მას თითქმის ყველა პარტია ატარებს ხოლმე.
რაც შეეხება საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას, როგორც კრიზისიდან გამოსავალს, გოკა გაბაშვილი აცხადებს, რომ გასულ წელს საპრეზიდენტო არჩევნებიც ჩატარდა და საპალამენტოც და აცხადებს. რომ `თუ რადიკალურ ოპოზიციას მართლა სურს კრიზისიდან გამოსავლის პოვნა, ამისთვის არჩეული ხელისუფლება დიალოგს სთავაზობს.~