ორშაბათის ვაჭრობაზე, ამერიკული კორპორაცია Apple-ის აქციების ღირებულება 8 %-ით დაეცა. აღნიშნული მოხდა მას შემდეგ, რაც კომპანიის ბოლო ფინანსური კვარტლის შედეგები გამოქვეყნდა.
ერთი აქციის ღირებულება 45,45 დოლარით გაუფასურდა და 505,05 დოლარი შეადგინა.
რაც შეეხება Apple-ს წმინდა მოგებას ოქტომბრიდან დეკემბრის ჩათვლით 13,07 მლრდ დოლარით განისაზღვრა, ხოლო შემოსავალი 57,6 მლრდ დოლარამდე გაიზარდა. ამ პერიოდში კი 51 მლნ iPhone და 26 მლნ iPad-ი გაიყიდა.