საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია Standard & Poor's-მა უკრაინის სუვერენულ რეიტინგში კორექტირება შეიტანა. უფრო კონკრეტულად კი
სააგენტომ გრძელვადიანი და მოკლევადიანი სუვერენული საკრედიტო რეიტინგი უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში CCC + / C (B-/ B)-ის დონეზე „სტაბილური"ნეგატიურით" შეცვალა.
იმავდროულად S&P-მა უკრაინის გრძელვადიანი და მოკლევადიანი საკრედიტო სუვერენული რეიტინგი ეროვნულ ვალუტაში B-/B-ის დონეზე დაადასტურა. ასევე გრძელვადიანი რეიტინგი ეროვნულ შკალაზე „uaBBB-"-დან „uaBB+"-მდე შეცვალა.