უკრაინის პრეზიდენტმა ვიქტორ იანუკოვიჩმა დააკმაყოფილა პრემიერ-მინისტრის ნიკოლაი აზაროვის განცხადება გადადგომის შესახებ. ინფორმაციას ამის შესახებ იანუკოვიჩის პრესსამსახური ავრცელებს.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, განცხადებაში აღნიშნულია, რომ კონსტიტუციის მიხედვით, პრემიერ მინისტრის გადადგომასთან ერთად გადამდგარად მიიჩნევა მთელი მთავრობა, ამიტომაც იანუკოვიჩმა აზაროვის გადადგომასთან ეთად მთავრობის წევრების გადადგომაც დააკმაყოფილა.