დღეს ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის 2014 წლის პროგრამების პრეზენტაცია გაიმართა. პროგრამები მედიკოსებს მინისტრის პირველმა მოადგილემ რომან ბოლქვაძემ, ჯანმრთელობის დაცვის დეპარატამნტის უფროსმა მანანა ფაღავამ და სოციალური დაცვის დეპარატმენტის უფროსმა ლელა სურმანიძემ წარუდგინეს.
ექიმებს დეტალური ინფორმაცია მიეწოდათ სამინისტროს მიერ 2014 წელს შემუშავებული პროგრამების, მათი მოსარგებლეებისა და დაფინანსების წესის შესახენ. აღნიშნული ხელს შეუწყობს მედიკოსთა დახმარებით პაციენტების ინფორმირებას სამინისტროს მიერ დაწესებული შეღავათების შესახებ.
2014 წლის 1 იანვარიდან ჯანმრთელობის დაცვის 8 პროგრამა ამოქმედდა, რისთვისაც ბიუჯეტში გათვალისწინებულია 4, 941,100 ლარი, ხოლო სოციალური მიმართულებით 9 პროგრამა, რომელთა ბიუჯეტი 1,019,100 ლარით განისაზღვრა.
პროგრამების პრეზენტაცია ბათუმში მოქმედ ყველა სტაციონარულ დაწესებულებში გაიმართება. დაინტერესებულ პირებს პროგრამების სრული ვერსიის ხილვა შეუძლიათ ელექტრონულ მისამართზე:
www.molhs.gov.ge