დღეს ევროკავშირის უმაღლესი კომისარი ქეტრინ ეშტონი ევროპელ დეპუტატებთან ერთად ორდღიანი ვიზიტით კიევს ესტუმრება. სულ დელეგაციის შემადგენლობაში 12 დეპუტატია. დელეგაცია კიევში დღეს საღამოს გამოფრინდება.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, ევროპარლამენტარები, რომლებიც კიევში 30 იანვრამდე დაჰყოფენ უკრაინის ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდებიან. ისინი ასვეე აპირებენ საპროტესტო აქციების მონაწილეებთან შეხვედრებს.
„ მე და ევროკავშირი ფართოდ ვმონაწილეობთ უკრაინაში შექმნილი კრიზისის დარეგულირების საქმეში",_ აცხადებს ეშტონი კიევში გამგზავრების წინ.
შეგახსნებთ, რომ ევროკავშირის კიდევ ერთი უმაღლესი წარმომადგენელი, ევროკომისარი ევრპული სამეზობლო პოლიტიკის გაფართოების საკითხებში შტეფან ფულე კიევში ბოლო ერთი კვირის განმავლობაში უკვე ორჯერ იმყოფებოდა.
მასალის გამოყენების პირობები