22, 23 თებერვალს გრიბოედოვის თეატრში მულტი-პულტის სამყარო წარმოადგენს სპექტაკლს "მაშა და დათვის მოგზაურობა აღმოსავლეთში".
სპექტაკლს საფუძვლად უდევს აღმოსავლური ზღაპრები „ხალიფი-წეროს ამბავი" და „ალიბაბა და ორმოცი ყაჩაღი".
სპექტაკლში - ერთ მშვენიერ დღეს, მაშას სარკმელთან შორეული აღმოსავლეთიდან თუთიყუში მოფრინდება და ამცნობს, რომ ის და მისი საქმრო პრინცი ხალიფი ბოროტმა ჯადოქარმა რუმპელ-შნობელმა მოაჯადოვა და ფრინველებად გადააქცია, ხოლო სასახლეში მყოფი ყველა ბავშვი კი წიწილებად. ის მაშას სთხოვს, რომ მასთან ერთად გაფრინდეს პრინცის სასახლეში და დაეხმაროს ავაზაკის გამოქვაბულში გამომწყვდეული ბავშვების განთავისუფლებაში, ადამიანის სახის დაბრუნებაში და ჯადოქრის წყევლის ახსნაში. მაშა უყოყმანოდ თანხმდება მოჯადოებულ პრინცესას დახმარებაზე და მასთან ერთად მიაშურებს შორეულ აღმოსავლეთს. მეგობრის დასახმარებლად წასული მაშა, დათვი და მათი სხვა მეგობრები უამრავ წინააღმდეგობას გადააწყდებიან ბოროტი ჯადოქრის და მისი ავაზაკი ძმის მხრიდან, მაგრამ როგორც ყველა ზღაპარში, აქაც ყველაფერი კარგად მთავრდება და სპექტაკლის დასასრულს, ბოროტებაზე იმარჯვებს მეგობრობა, სიკეთე, თანადგომა და სიყვარული.
თეატრალური პროექტის პარტნიორია ენკი-ბენკი.