დღეს, 28 იანვარს, 17 :00 საათზე, საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის საგამოფენო დარბაზში გაიმართება მწერლისა და ენათმეცნიერის, სახელმწიფო პრემიის ლაურეატის, გიორგი ცოცანიძის ახალი წიგნის - „შეთეს" - პრეზენტაცია.
„შეთე" მხატვრულ - დოკუმენტური ჟანრის ნაწარმოებია, რომელიც საქართველოს ულამაზესი კუთხის, თუშეთის, ისტორიის ერთ საინტერესო პერიოდს ეძღვნება. ავტორი, თავადაც ამ კუთხის შვილი, მოგვითხრობს ცნობილი მელეკის, შეთე გულუხაიძის, ისტორიას. წიგნი გაფორმებულია ფოტომასალით. „შეთეს" ახლავს გენეალოგიური სქემა - შეთეს შთამომავლნი, მათ შორისაა მერვე თაობის წარმომადგენელი პოეტი ეთერ თათარაიძე.
წიგნი გამოსცა გამომცემლობა „საუნჯემ".
მასალის გამოყენების პირობები