უკრაინის პრემიერ მინისტრი ნიკოლაი აზაროვი გადადგა. პრემიერის პრესსამსახურის განცხადებით, მან დღეს შემდეგი შინაარსის განცხადება გააკეთა:
„კონფლიქტური სიტუაცია, რომელიც სახელმწიფოში შეიქმნა უკრაინის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებას ემუქრება და საფრთხეს უქმნის უკრაინის მთელს საზოგაოდებას და თითეულ მოქალაქეს.
მთავრობამ დაპირისპირების დროს გააკეთა ყველაფერი კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტისათვის. ჩვენ ვაკეთებდით და ვაკეთებთ ყველაფერს იმისათვის რათა არ დავუშვათ სისხლისღვრა, ძალადობის ესკალაცია და ადამიანების უფლებების დაცვა.
მთავრობა უზრუნველყოფდა ეკონომიკისა და სოციალური დაცვის სისტემის დაცვის ფუნქციას ექსტრემალურ პირობებში.
მიუხედავად ამისა, ჩვენი მოქალაქეებისათვის ასევე უკრაინის ბედისათვის კონფლიქტის სიმწვავე და საფრთხე, საპასუხო ნაბიჯებს საჭიროებს. საზოგადოებრივ-პოლიტიკური კომპრომისისათვის დამატებითი საშუალებების მისაცემად, კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირებისათვის მე მივიღე პირადი გადაწყვეტილება ვთხოვო უკრანის პრეზიდენტს მიიღოს ჩემი თხოვნა უკრაინის პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადაყენების შესახებ.
ამ წლების განმავლობაში მე გავაკეთე ყველაფერი იმისათვის რათა უკრაინა როგორვ დემოკრატიული, ევროპული სახელმწიფო განვითარებულიყო. ვიღებდი გადაწყვეტილებებს და ჩემს თავზე ვიღებდი პასუხისმგებლობას უკრაინელი ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე. ამიტომაც მე შემიძლია თამამად ჩავხედო თვალებში ჩვენი ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს.
მადლობელი ვარ პრეზიდენტისა გამოცხადებული ნდობისათვის. მადლობელი ვარ ყველა დეპუტატისა, რომლებიც მთელი ამ წლების განმალობაში მხარს უჭერდნენ მთავრობის რთულ მუშაობას.
დღეს ყველაზე მნიშვნელოვანია უკრაინის ერთიანობის შენარჩუნება. ეს გაცილებუთ უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე ვინმეს გეგმა და ამბიცია. სწორედ ამიტომაც მე ეს გადაწყვეტილება მივიღე".