ბათუმში კიდევ ერთი სასტუმროს მშენებლობა იგეგმება. სასტუმროს მშენებლობისთვის, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო, განმეორებით 30%-იანი ფასდაკლებით, ბათუმში, ზ. გორგილაძის ქუჩის ბოლოს, პოლიტექნიკური ინსტიტუტის მიმდებარედ 1767 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს ყიდის. ობიექტის საწყისი ღირებულება 595 ათასი ლარია და აუქციონი 3 თებერვლისთვისაა ჩანიშნული. საპრივატიზაციო პირობების მიხედვით, ინვესტორი ვალდებულია, ხელშეკრულების გაფორმებიდან 6 თვის ვადაში მშენებლობის ნებართვა აიღოს. ხოლო მშენებლობის ნებართვის მიღებიდან 2 თვის ვადაში მინიმუმ 70 ნომერზე გათვლილი სასტუმროს მშენებლობის დაწყოს. პირობების მიხედვით, ინვესტორმა სასტუმროს მშენებლობა, მშენებლობის დაწყებიდან 36 თვის ვადაში დაასრულოს.
სასტუმროს მშენებლობაში კი ინვესტორმა, სააუქციონო პირობების მიხედვით, მინიმუმ 2,5 მლნ ლარის ინვესტიცია უნდა განხორციელოს. ინვესტორი ვალდებულია ასევე, სასტუმროს ამოქმედებიდან 10 წლის ვადით, ობიექტს პროფილი შეუნარჩუნოს, სადაც დასაქმებულთა 90%-ს საქართველოს მოქალაქეებს უნდა შეადგენდნენ.
მასალის გამოყენების პირობები