უკრაინის უმაღლესი რადას რიგგარეშე სხდომა დაიწყო. სხდომის ტრანსლირება პირდაპირ ეთერში ხდება. დარბაზში დარეგისტრირებულია 395 დეპუტატი. განცხადება ამის შესახებ რადის სპიკერმა ვლადიმერ რიბაკმა გააკეთა.
აღსანიშნავია, რომ უმაღლეს რადაში ასევე იმყოფებიან უკრაინის ყოფილი პრეზიდენტები -ლეონიდ კრავჩუკი, ლეონიდ კუჩმა და ვიქტორ იუშჩენკო. ისინი რადის რიგგარეშე სხდომას ესწრებიან.