აშშ-ს ვიცე პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უკრაინის პრეზიდენტთან ვიქტორ იანუკოვიჩთან სატელეფონო საუბრის დროს მას მოუწოდა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა არ გამოაცხადოს და კიევის ქუჩებიდან მილიცია გაიყვანოს. ინფორმაციას ამის შესახებ თეთრი სახლი ავრცელებს.
„ბაიდენმა აღნიშნა, რომ აშშ გმობს ძალადობას რომელი მხარის მიერაც არ უნდა იყოს გამოყენებული ის და მიუთითა, რომ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება და უსაფრთხოების სხვა საგანგებო ზომების მიმართვა ქვეყანაში სიტუაციის კიდევ უფრო დაძაბვამდე მივა და სიტუაციის მშვიდობიანი დარეგულირების შესაძლებლობას მოსპობს",_ ნათქვამია თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
აღნიშნავს რა, რომ დროის დაკარგვა არ შეიძლება, აშშ-ს ვიცე პრეზიდენტმა მოუწოდა იანუკვიჩსა და უკრაინის მთავრობას გაიყვანონ ძალოვნები კიევის ქუჩებიდან და გააუქმონ 16 იანვარს მიღებული „ანტიდემოკრატიული" საკანონმდებლო პაკეტი.