უკრაინის ექს-პრეზიდენტი ლეონიდ კუჩმა საგანგებო მდგომარეობის შემოღებას გამოირცხავს. უკრაინული მედიის ინფორმაციით, კუჩმამ ჟურნალისტებთან საუბრისას ასევე განაცხადა, რომ პრეზიდენტი „ამგვარ ღონისძიებაზე არ წავა.
„იმიტომ, რომ ეს უკვე უკანასკნელი ნაბიჯი იქნება. მას კი არ სურს, რომ უკრაინის ისტორიაში დარჩეს კაცმა არ იცის როგორ და იმად სადაცდეც შეიძლება მივიდეს საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება.
საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება კი სისხლამდე მივა, თან გაცილებით იმაზე მეტ სისხლამდე ვიდრე აქამდე იყო.
ჩვენ ვიცით განწყობები უკრაინის რამდენიმე რეგიონში, ისინი ასე იოლად ამას არ მიიღებენ, ჩვენ კი მხოლოდ 30 ათასი შინაგანი ჯარი გვყავს.
ვის ვეომოთ უკრაინაში?!"_ განაცხადა კუჩმამ და ასევე აღნიშნა, რომ საგანგებო მდგომარეობის შემოღება უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასაც დაემუქრება.
მასალის გამოყენების პირობები