უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე დანაღმვის შესახებ ზარები შედის. განცხადება ამის შესახებ უკრაინის ენერგეტიკის მინისტრმა ედუარდ სტავიცკიმ გააკეთა.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, სტავიცკი აცხადებს, რომ თავდაპირველად უცნობი პირებისგან ისმოდა მუქარები იმის შესახებ, რომ როვენსკის ატომური ენერგოსადგურის ხელში ჩაგდება იგეგმება. გუშინ კი, მინისტრის თქმით, ვიღაცამ გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ „დნეპროგესი" დანაღმულია.
„ზოგ სახეზე ღიმილს ვხედავ, კარგით, მხოლოდ ერთს გეტყვით, სიცილის თავი უკვე აღარავის ექნება. და კიევ ერთხელ მოგმართავთ თქვენ! ინფორმაცია სამართლიანად გააშუქეთ",_ განაცხადა მინისტრმა ჟურნალისტებთან საუბარში, თუმცა იმის დაკონტრეტებისგან თავი შეიკავა, თუ კონკრეტულად ვისთან რეკავდნენ ანონიმები მუქარისშემცველი განცხადებებით.
მან თქვა მხოლოდ ის, რომ ექსტრემიზმსა და ტერორს არ დაუშვებენ და მომავალში ასეთი საქციელის გაგრძელება საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებამდე მივა.
„მიმაჩნია, რომ ჩვენ ზღვარს არ უნდა გადავიდეთ და თუ ექსტრემისტებისა და ტერორისტების მოქმედებები გაგრძელდება, მთავრობა ზომებს მიიღებს", _ განაცხადა მინისტრმა.
მასალის გამოყენების პირობები