ინდოეთის ფარმაცევტული წარმოების ექსპორტის ხელშეწყობის საბჭოს -Pharmexcil-ის წევრები საქართველოს ეწვევიან.
საქართველოსთან ერთად მათი ვიზიტი დაგეგმილია სომხეთში და უზბეკეთში.
„საქართველოში, სომხეთსა და უზბეკეთში ვიზიტის მიზანი, ჩვენი ფარმაცევტული პროდუქციისთვის ახალი ბაზრის მოძიებაა. დელეგაციის წევრები ადგილობრივ მწარმოებლებს, ტრეიდერებს და სფეროს მარეგულირებლებს შეხვდებიან", განაცხადა Pharmexcil-ის აღმასრულებელმა დირექტორმა რაგხუვერ კინმა.
მისივე თქმით, დელეგაციის შემადგნლობაში Pharmexcil-ის ხელმძღვანელობის გარდა სხვადასხვა ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენლებიც არიან.
საქართველოში Pharmexcil-ის დელეგაციის ვიზიტი 6 თებერვლამდე გაიმართება.