უკრაინის ოპოზიციის ლიდერებმა არსენი იაცენიუკმა და ვიყალი კლიჩკომ უარი განაცხადეს პრეზიდენტ იანუკოვიჩის შეთავაზებაზე, შესაბამისად პრემიერ-მინისტრისა და ვიცე-პრემიერის პოსტების დასაკავებლად. განცხადება იუსტიციის მინისტრმა ელენა ლუკაშმა გააკეთა.
„იაცენიუკმა მთავრობის თავმჯდომარის პოსტის დასაკავებლად თანხმობა არ განაცხადა. მოლაპარაკებები გაგრძლედება", - აღნიშნა მინისტრმა.
თავის მხრივ, ვიტალი კლიჩკომ საჯაროდ განაცხადა, რომ საკუთარ კანდიდატურას იანუკოვიჩის მიერ ფორმირებულ მტავრობაში ვერ ხედავს.
„ამ საკითხის განხილვაზე მე მყისიერად განვაქცხადე უარი. აზრი არ აქვს ჩემთან მთავრობაში საქმიანობის საკითხის განხილვას", - განაცხადა კლიჩკომ.
გუშინ ოპოზიციასა და პრეზიდენტს შორის გამართულ შეხვედრაზე მიღწეულ იქნა შეთანხმება 16 იანვარს მიღებული კანონების გაუქმების შესახებ.
მასალის გამოყენების პირობები