დღეს შტეფან ფულე კვლავ უკრაინაშო ჩავა. ინფორმაცია ამის შესახებ ევროკომისრის მდივანმა პეტერ სტანომ გაავრცელა.
„ხაზს ვუსვამთ რა ძალისხმევის გაგრძელებას უკრაინაში შექმნილი კრიზისიდან გამოსავლის მოძებნის საკითხთან დაკავშირებით, ფულე დღეს კვლავ უკრაინაში მიფრინავს", _ განაცხადა ევროკომისრის მდივანმა.
შეგახსნებთ, რომ გასულ კვირას ფულე უკვე იმყოფებოდა კიევში სადაც უკრაინის პრეზიდენტს ვიქტორ იანუკოვიჩს შეხვდა.
ამავე დროს, 30-31 იანვარს კიევში ჩასვლას ევროკავშირის საგარეო ურთიერთობებისა და პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარი ქეტრინ ეშტონი უნდა ესტუმროს.
მასალის გამოყენების პირობები