საქართველო 2018 წელს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაში მიიღებს მონაწილეობას. როგორც მთვრობის სხდომის დასრულების შემდეგ კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა გურამ ოდიშარიამ განაცხადა საქართველოს საპატიო სტუმრის ამპლუაში იქნება წარდგენილი.
,,მთავრობამ განიხლია საკითხი რომ საქართველო 2018 წელს მონაწილეობას მიიღებს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაში. ეს არის უზარმაზარი ბაზრობა, უზარმაზარი მნიშვნელობით, სადაც დაახლოებით ნახევარ მილიონამდე ადამიანი გამომცემელი, მწერალი, მთარგმნელი ჩამოდის. 2018 წელს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველო საპატიო სტუმრის რანგში იქნება, რაც ნიშნავს იმას, რომ როგორც კი 2018 წელი გათენდება უფლება გვაქვს მთელი გერმანიის მასშტაბით კულტურული ღონისძიებები მოვაწყოთ", _განაცხადა ოდიშარიამ.