კიევში, მაიდანზე მამაკაცმა თავი ჩამოიხრჩო. სუიციდის ფაქტი მან ნაძვის ხის კარკასზე განახორციელა. ინფორმაციას ამის შესახებ „რბკ-უკრაინა" შევჩენკოს რაიონის მილიციის ოფიცერზე ნატალია კალინოვსკაიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
მისი თქმით, დადგენილია, რომ მაიდანზე თავი 1985 წელს, ვოლინსკის რაიონში დაბადებულმა ადამიანმა ჩამოიხრჩო ნაძვის ხის კარკასის შიგნითა ნაწილში.
ამჟამად ადგილზე ოპერატიულ-სამძებრო ჯფუფი მუშაობს.
საგამოძოებო მოქმედებების დასრულების შემდეგ მიღებული იქნება გადაწყვეტილება სისხლის სამართლის საქმის აღძვრის შესახებ.
მასალის გამოყენების პირობები