მაიდანის აქტივისტები დაკავებული იუსტიციის სამინისტროს შენობის გათავისუფლებას არ აპირებენ და მათ უკვე „აღარაფრის არ ეშინიათ". „ინტერფაქს- უკრაინა"-ს ინფორმაციით, სამოქალაქო მოძრაობის „სილნა პრავა"-ს აქტივისტები იუსტიციის სამინისტროს დაკავებულ შენობაში თავსდებიან და შენობის მაღალ სართულებზე ჟურნალისტებს არ უშვებენ.
აქტივისტები შენობის შესასვლელს იცავენ, მართალია ისინი ჟურნალისტებს ფოიეში უშვებენ, თუმცა მაღალ სართულებზე ასვლის ნებას არ აძლევენ აცხადებენ რა რომ იქ მომიტინგეები ისვენებენ.
ჟურნალისტების კითხვაზე აპირებენ თუ არა ისინი შენობის გათავსიუფლებას, ვინაიდან არსებობს საგაგანგებო მდგომარეობის შემოღების ალბათობა ერთ ერთმა აქტივისტმა განაცხადა: „ჩვენ უკვე აღარაფრის არ გვეშინია".
აღსანიშნავია, რომ უკრაინის იუსტიციის მინისტრმა ელენა ლუკაშმა, რომელიც აღშფოთებულია მომიტინგეების მიერ იუსტიციის სამინისტროს შენობის დაკავებით განაცხადა, რომ თუ ისინი დაუყოვლებლივ არ გაათავისუფლებენ შენობას ის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის საბჭოს მიმართავს და საგანგებო მდგომარეობის შემოღებას მოითხოვს.